пятница, 13 ноября 2009 г.

ტყე შეუნახე შვილებსა

ჩხოროწყუს მე–2 საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი:ასმათ ესართია; ლელა ლემონჯავა

პროექტში მონაწილე მოსწავლეები:

შუბლაძე ანა
ესართია მევლუდი
სიჭინავა ანა
ძერია ტერენტი
გულორდავა ირაკლი

ჩხოროწყუს რაიონში არის უნიკალური ჯიშის ხეები, რომლებიც საშიშროებაშია. ესენია ბზა, უთხოვარი, ძელქვა, ხურმა. აგრეთვე ხარობს კანადიდან შემოტანილი კანადური ვერხვი, ავსტრალიიდან-ევკალიპტი, ციმბირიდან-კედრი.
ტყე არის მცენარეთა თანასაზოგადოება, სადაც მცენარეები, ცხოველებიმ და გარემო ერთიანობაშია.
საქართველო ტყის სიმდიდრით ევროპა-აზიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყნის ტერიტორიის 40%-მდე
ტყითაა დაფარული. ჩხოროწყუს რაიონის ტყეების მთლიანი ფართობი შეადგენს 29815 ჰექტარს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ რაიონის ტყიანობის პროცენტი უფრო მაღალია 46%, რესპუბლიკის საშუალო ტყიანობის მაჩვენებელზე.
მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ტყესა და მისი შემადგენელი ჯიშების ბიოლოგიას, მათი არსებობა-განვითარებისა და გარემოსთან ურთიერთკავშირის კანონზომიერებას, მეტყევეობა ეწოდება. მისი მიზანია შეისწავლოს ტყის აღზრდის, ტყით სარგებლობის ნორმები და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა.
მეტყევეობა ეყრდნობა ნიადაგმცოდნეობას, კლიმატოლოგიას, ბოტანიკას, მცენარეთა ფიზიოლოგიას, გეოგრაფიას, გეოლოგიას დაა.შ ტყის მეურნეობა, როგორც ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის განსაზღვრული დარგი მჭიდრო კავშირშია საზოგადოების საწარმოო ურთიერთობათა ისტორიულ განვითარებასა და სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურასთან, მისი განვითარება დაკავშირებულია ტყის ყოველმხრივ მოხმარების ზრდასთან, მრეწვწლობისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების განვითარებასთან.
ტყის მოხმარების სისტემებისა და ტყის აღზრდის მეთოდების წარმოება მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი წყობის ეკონომიკურ სტრუქტურასთან. ადამიანთა წარსულ ისტორიაში ტყეების მიმართ უზრუნველობა და მათი განადგურება ხშირად ძლიერ უბედურებას იწვევდა. მაგალითად იმ ადამიანებს, რომელიც მესოპოტამიაში, საბერძნეთში,მცირე აზიაში და სხვაგან ტყეები ძირფესვიანად ამოაგდეს, რათა სახნავ-სათესი მიწები ეშოვათ, არც კი უფიქრიათ, რომ ამით საფუძველი ჩაუყარეს ქვეყნის გაუდაბნოებას.
სამწუხაროდ საქართველოშიც ბოლო ორი ათეული წლების განმავლობაში ხდებოდა უკანონოდ ტყეების ჩეხვა და საზღვარგარეთ გაზიდვა. ჩვენი ამოცანაა ტყის მოვლა-დაცვა, კვლავწარმოება, მიზანდასახული გამოყენება და მათი ბიოლოგიური მრავალფეროვნების პოტენციალის შენარჩუნება. ტყე თვითგანახლებადი ბუნებრივი რესურსია და ქვეყნის ეკონომიკასთან ორგანულად დაკავშირებული ფენომენი.
ტყე იცავს მიწების წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან, მოსავლიანობაზე გაბატონებული ქარის უარყოფით ზემოქმედებისაგან,ატმოსფერულ ტენიანობასა და ტემპერატურის სტაბილურობასთან.
ტყე იძლევა ძვირფას მერქანს, რომელიც გამოიყენება სამშენებლო საქმეში, ავეჯის დასამზადებლად. ალტერნატიული საწვავ-სათბობის უდიდესი წილი შეშაზე მოდის. გარდა მერქნისა ტყე იძლევა ხილს, კენკრას, სოკოს, ნეკერს და ა.შ. ტყის ეკოლოგიური დაცვის მიზნით საჭიროა დავადგინოთ ფართობის ყოველ ერთეულზე მოსაჭრელი მერქნის რაოდენობა რამდენად შეესაბამება ტყის მატებას ე.წ “სანგარიშო ტყეკაფი“. როცა ტყის მატება-ე.ი მერქნის რაოდენობის ზრდა შესაბამისობაშია მისგან გამოტანილი მერქნის რაოდენობასთან, მაშინ შეიძლება ტყის სარგებლობა. ტყის ზომიერი სარგებლობა დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე, ამ პროცესში ხდება ხმობადი და გადაბერებული , მრუდეღერიანი და ზრდაჩამორჩენილი ხეების გამოტანა, რითაც საშუალება ეძლევა ახალგაზრდა ხეებს და აღმონაცენ მოზარდს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, რაც თავისთავად ზრდის ტყის წარმადობას.
ტყე არის ერის საუნჯე მას უნდა მოუაროთ, დავიცვათ და დავრგოთ ახალი ნერგები, რითაც ხელი შეეწყობა ეკოლოგიურ კატასტროფას.